LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ნამდვილი ადამიანი“ – ვის უსმენდა საქართველოში მყოფი შონ პენი მუხლზე დაჩოქილი: ემოციური ფოტოს ისტორია

2705
fot

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკარის ორი ჯილდოს მფლობელი, მსახიობი და რეჟისორი შონ პენი თბილისშია. შონ პენი საქართველოში ფესტივალის ZEG ფარგლებში ჩამოვიდა.

კინორეჟისორი ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალზე, სიტყვით გამოვიდა – სწორედ შონ პენის სიტყვა იყო ფესტივალის დახურვის ცერემონიალი.

ბოლო პანელის მთავარი თემა იყო ომი უკრაინაში და ოკუპაცია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო ღონისძიებიდან, სადაც მსახიობი მუხლზე დაჩოქილია.

 

 

როგორც „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, შონ პენი ამ დროს უსმენდა 87 წლის დევნილ, ახალდაბელ მასწავლებელს, რომელმაც რამდენიმე კვირა გაატარა რუსული დაჯგუფების ტყვეობაში.

„შონ პენი აქ მუხლზე რომ დგას, ვენერა მეშველიანს უსმენს.

87 წლის დევნილ, ახალდაბელ მასწავლებელს, რომელმაც რამდენიმე კვირა გაატარა რუსული დაჯგუფების ტყვეობაში, ათარას სკოლაში, 300 ქართველ ქალთან და ბავშვთან ერთად და საკუთარი თვალით ნახა ის შემზარავი დანაშაულები, რაც რუსეთმა ჩაიდინა ქართველების წინაშე.

ვენერამ 2000 წელს დღიური დაწერა, ეშინოდა, რომ შეიძლება გარდაცვლილიყო და ამ დანაშაულების შესახებ ვერავის გაეგო.

საბედნიეროდ ცოცხალია და დიდხანს უნდა იცოცხლოს.

ვენერა მეშველიანის და საქართველოს სიმართლეს გაუმარჯოს და გაიმარჯვებს ასე მგონია.“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

„როგორც ერთ ამერიკელს უკრაინამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც მაჩუქა” – შონ პენი

ვიდეო: გიორგი უშიკიშვილის შესრულებული „ოროველა“ და აღფრთოვანებული შონ პენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g