LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა არველაძე მსოფლიოში გაერია და თურქებს დაუპირისპირდება

110

შოთა არველაძე მსოფლიოსა და თურქეთის ვარსკვლავების მატჩში ითამაშებს.
როგორც თურქული sporcope.com იტყობინება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი და საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე სამშაბათს, 10 მაისს, საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდება.
10 მაისს თურქეთში საქველმოქმედო მატჩი ჩატარდება, რომელშიც თურქეთის ვარსკვლავები მსოფლიოს ვარსკვლავებს დაუპირისპირდებიან.
ქართველი ფორვარდი მსოფლიოს ვარსკვლავებშია და მასთან ერთად ისეთი ფეხბურთელები ითამაშებენ, როგორებიც ედგარ დევიდსი, პატრიკ კლუივერტი, იარი ლიტმანენი, ჯეი-ჯეი ოკოჩა, რონალდ დე ბური და რობერტო კარლოსი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g