„ბიზნესი რეანიმაციაშია, ხელოვნურ სუნთქვაზე. რა გადარჩება აქედან და რა იქნება გამოსავალი, ეს დროის საკითხია“, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე აცხადებს.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას განმარტა, 9 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და შაბათ-კვირას მუშაობის აკრძალვა სარესტორნო ბიზნესისთვის კვლავ დიდი პრობლემაა.
„რაც უფრო გახანგრძლივდება პრობლემური სიტუაცია, მით უფრო შეუძლებელი იქნება გამოსავლის პოვნა. ის, რომ დღეს 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათია, ის, რომ შაბათ-კვირას ბიზნესი არ ფუნქციონირებს, ეს არის პრობლემების ერთობლიობა, რომლიდანაც გამოსვლა ურთულესი იქნება“,- დასძინა ბურჯანაძემ.