LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა ხიზანიშვილი სასამართლოს დარბაზშივე დააპატიმრეს

81

”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ერთ-ერთ ბრალდებული, შოთა ხიზანიშვილი თანხის გაფლანგვის ნაწილში გამართლდა, რადგან მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განცხადებით, არ არსებობდა ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. რაც ეხება უფლებამოსილების გადამეტების საკითხს, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო სასამართლომ და 2 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად სასჯელს ¼ მოაკლდა და საბოლოოდ, 1 წლით და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა. ხიზანიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე დარბაზში დააკავეს.

ვასილ ლელუაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ასევე ამნისტიის შედეგად  სასჯელს ¼ მოაკლდა და საბოლოოდ 3 წელი შეეფარდა, ლევან ქარდავას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ამნისტიის შედეგად 1.6 თვეს გაატარებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ბრალდებულების ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g