ფეხბურთელები, ტყუპები შოთი და აჩი არველაძეები ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ.
ძმებმა ვაქცინა ცოტა ხნის წინ ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთეს.

შეგახსენებთ, ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.
ამ დროისთვის მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს “ასტრაზენეკას”, “ფაიზერისა” და “სინოფარმის” ვაქცინებით.
დღევანდელი მონაცემებით, სულ ვაქცინირებულია – 67 136 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვი კი 4 689-ია.
სრულად ვაქცინირებულია 11 504 ადამიანი.