ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფი The Rolling Stones 18 წლის შემდეგ პირველ ალბომს გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფის დრამერის, ჩარლი უოტსის გარდაცვალების შემდეგ პირველი ნამუშევარი იქნება. მუსიკოსი გასულ წელს გარდაიცვალა. მიმდინარე წელს, კოლექტივმა 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად ევროპული ტურნე, Sixty მოაწყო და არაერთი შთამბეჭდავი კონცერტი გამართა.
ეს ფოტოები ისტორიას დარჩება – ლეგენდარული The Rolling Stones-ის სასწაული პერფორმანსი ლონდონში
ლეგენდები – The Rolling Stones-ის ახალი ტურნე Sixty დაიწყო
ცნობისთვის, ბენდის უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი, Blue and lonesom 2016 წელს გამოვიდა. ახალი სტუდიური ალბომის ჩაწერა კი არტისტებმა 2017 წელს დაიწყეს, თუმცა პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო შეფერხდა. 2020 წელს ჯგუფმა გამოუშვა სინგლი, living in the ghost town, რომელიც ზუსტად ასახავს გლობალური ეპიდემიით გამოწვეულ სიცარიელეს.
ფოტო: 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლეგენდარული The Rolling Stones მარკების საკუთარ კოლექციას ქმნის