LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შპიგელი“: ანალენა ბერბოკის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა – „კაპიტანმა დაჯდომა მეორე ცდაზე შეძლო“ 

160
ფორტუნა - 2023-03-24T104530.478

თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერკოკი საქართველოში ჩამოვიდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველივე ცდაზე ვერ დაჯდა.

მომხდარის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს.

„ბერკოკის თვითმფრინავი პირველივე ცდაზე ვერ დაჯდა, რადგან ასაფრენ ბილიკს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა. თვითმფრინავი დაჯდა, მაგრამ კაპიტანს კვლავ აფრენა მოუწია. კაპიტანმა დაჯდომა მეორე ცდაზე შეძლო“. – წერს გერმანული გამოცემა.

პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია

ცნობისთვის, დღეს ანალენა ბერბოკისა და  საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში  ასევე გაიმართა, გერმანიისა და საქართველოს პირველი დიპლომატების გაფართოებული შეხვედრა.

ოფიციალური ვიზიტისას გათვალისწინებული შეხვედრები კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებით დაიწყო.

ის დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. დაგეგმილია სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისშიც.

ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ, 23 მარტს ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.

 

პოპულალურები