ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში „პერედაჩებს“ უგზავნის და ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, – ამის შესახებ „მაგნატის“ მესაკუთრემ, ჯემალ ლეონიძემ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი კომპანიის საქმეს განიხილავენ.
„ჩემს ოჯახს, ჩემი ციხეში ყოფნის დროს, არავინ დახმარებია. ერთ კილო ვაშლი არ მოუტანიათ ციხეში. ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში „პერედაჩებს“ უგზავნის და ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთო. ის ჩემი მოწილე იყო, მემორანდუმზეა დაფიქსირებული,“ – განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.
მამუკა ხაზარაძე: „საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ! მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ
„ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია!“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ამასთან, მან სხდომაზე ციხეში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა.
„მოსამართლემ 15 წელიწადი და 6 თვე გამომიტანა [განაჩენი]. მაშინვე ამნისტია შემეხო და სასჯელი დამრჩა 10 წელი და 6 თვე, დახურული რეჟიმის [დაწესებულებაში]. გლდანის ციხეში ვიყავი 1 წელიწადი. მომიწია ე.წ. კარანტინის გავლა. გლდანის ციხეში, რაც მართალია, არავითარი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა, ადვოკატებიც ნორმალურად შემოდიოდნენ. ძალიან ბევრი ადვოკატი მყავდა, ბევრი საქმე იყო და მნახველები ბევრი იყვნენ“, – აღნიშნა მან.
ამასთან, ლეონიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ მან სასჯელი 3 წელი და 6 თვის ვადით მოიხადა. მისივე თქმით, ციხე “პოლიტიკური პატიმრის” სტატუსით დატოვა.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.