ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
სოფელ შქმერში, უშოლთაში და ხარისთვალში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ძირითადი ნაწილი სამუშაოების უკვე შესრულებულია. დაფინანსების წყარო – 100% სახელმწიფო.
აღსანიშნავია, რომ სოფელ შქმერში ასევე მიმდინარეობს წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია, რომელსაც შპს ,,გაზმშენი XXI” ახორციელებს, ღირებულება შეადგენს 84410,49 ლარს. დაფინანსებულია – 95% სახელმწიფოს მიერ, 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან.