იაპონიის წამყვანმა გაზეთმა – „ნიკკეიმ“ 2020 წლის პირველ ნახევარში ჰიტად ქცეული პროდუქტების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი შედგენილია სუმოს მოჭიდავეთა ე.წ. „ბანძუკეს“ მსგავსად და ყოველ წელს დიდი პოპულარულობით სარგებლობს იაპონელთა შორის.
წელს, აღნიშნულ რეიტინგში აღმოსავლეთ მაეგაშირას მეორე ნომრის ადგილი ქართულმა კერძმა, შქმერულმა დაიკავა. სიტყვა შქმერული კი იაპონური Yahoo-ს ყველაზე ძიებად სიტყვათა ოთხეულში მოხვდა.
ამასთან, იაპონურმა კომპანია „მაცუბარა ფუდს“-მა განაცხადა, რომ 30 ივლისიდან გაყიდვაში გამოუშვებს შქმერულის სწრაფად მომზადებად პაკეტებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებში გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ პაკეტების შეფუთვაზე საქართველოს დროშა და თბილისის ხედია დატანილი. წარწერაში კი ხაზგასმულია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ქართველი ხალხი დღეგრძელობით არის ცნობილი.
ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.