LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შრეკის თავგადასავალი“ – რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერის სამზადისშია

370
შრეკი

26, 27, 28 აპრილს,14:00 სთ-ზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი პრემიერას მოზარდი მაყურებლისთვის ამზადებს, რეჟისორი მამუკა ცერცვაძე  უილიამ სტეიგის წიგნის და ტედ ელიოტის სცენარის მიხედვით, ზღაპარ-კომედიას  ,,შრეკის თავგადასავალი“ წარმოადგენს.

1990 წელს ამერიკელმა კარიკატურისტმა უილაიმ სტეიგმა, დაწერა ზღაპარი ჭაობის მწვანე გიგანტზე და სამყაროს საყვარელი, კეთილშობილი და ცოტა ბრაზიანი  პერსონაჟი შრეკი, პრინცესა ფიონა და მხიარული ვირი  აჩუქა.  

„შრეკი“ ანტი ზღაპარია, კლასიკური სიუჟეტების გადააზრება, აქ ბოროტი პერსონაჟი – კეთილი ფერიაა, მომხიბვლელი პრინცი სულაც არ არის კეთილშობილი რაინდი, პრინცესას კოცნა არ გადააქცევს ურჩხულს ლამაზ უფლისწულად, პირიქით თავად გადაიქცევა ურჩხულად.

მონსტრი, საშინელი კაციჭამია, ტიპური ანტიგმირი აღმოჩნდება  გულადი, კეთილშობილი, საყვარელი. ლაპარაკობს რა ბოდიპოზიტივზე  „შრეკი“ გვაძლევს ნამდვილი ტოლერანტობის და საყოველთაო თანასწორობის მაგალითს. ნებისმიერს შეუძლია იყოს ბედნიერი, გარეგნობის, სოციალური კუთვნილების, ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად და ამისათვის სულაც არაა საჭირო პრინცს დაელოდო ან სასახლეში იცხოვრო.

შრეკი გარეგნულად საშინელი, ცოტა ბრაზიანი, საყვარელი გიგანტი, ადამიანების მხრიდან დევნის და ბულინგის მიუხედავად არ ბოროტდება მათზე და იშვიათი ოპტიმიზმით და თავდაჯერებულობით მიიწევს ზღაპრული მიზნისკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები