LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრი-ლანკაზე დაკავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

165
შრი ლანკა აფეტქება

შრი-ლანკაზე ტერაქტების სერიის გამოძიების ფარგლებში დაკავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი” ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულთა შორის არის მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანაც სავარაუდოდ ტერორისტებმა გამოიყენეს. ასევე, დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც რამდენიმე თავდამსხმელი ცხოვრობდა.

შრი-ლანკაზე 21 აპრილს განხორციელებული ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-მდე ადამიანი. აფეთქებები სამ ეკლესიაში სააღდგომო წირვის დროს და რამდენიმე ძვირადღირებულ სასტუმროში მოხდა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმები საერთაშორისო ტერორისტული ქსელის მიერ იყო ორგანიზებული.

სიენენის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აშშ-ისა და ინდოეთის სპეცსამსახურებმა შრი-ლანკის მთავრობა ორი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გააფრთხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები