LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის ბაზარზე პოზიტიური ცვლილებებია, ვაკანსიების რაოდენობა იმატებს – Hr.ge-ის წარმომადგენელი განმარტავს, რა პოზიციებზე შეგიძლიათ დასაქმდეთ

44
employment-11

შრომის ბაზარზე ბოლო პერიოდია პოზიტიური სიგნალები ფიქსირდა. ვაკანსიების რაოდენობა იანვრის დასაწყისიდან უკვე თვალსაჩინოდ იმატებს.

ამის შესახებ „ბიზნესკურიერის“ ეთერში დასაქმების პორტალ Hr.ge-ის წარმომადგენელმა ინგა შახბაზიანმა ისაუბრა.

მანვე აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც უქმე დღეები დასრულდა, 18 იანვრიდან, ვაკანსიების რაოდენობა იანვრის პირველ ორ კვირასთან შედარებით, 10-15 პროცენტით გაიზარდა.

ამ ეტაპზე კვლავ ლიდერობს გაყიდვები, ცოლ-ცენტრის ოპერატორისა და კურიერის მიმართულებები.

ინგა შახბაზიანი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე აქტიური ვაკანისების 15% სწორედ აღნიშნულ პოზიციებზე მოდის.

ამასთან, იანვრის თვეში განსაკუთრებით დაწინაურდა, უცხოენოვანი ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიცია.

გარდა ამისა, დიდი მოთხოვნაა ფარმაცევტების, დისტრიბუტორების, მძღოლების მიმართულებით.

რაც შეეხება სფეროებს, Hr.ge-ის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ადმინისტრაცია და ოფისის მიმართულებები ნაკლებად გვხვდება, მისივე შეფასებით, ეს სავარაუდოდ, უკავშირდება იმას, რომ ბევრი კომპანია ახლა დისტანციურ მუშაობაზეა გადასული.

ინგა შახბაზიანი ვარაუდობს, რომ ვაკანსიების ზრდა მოსალოდნელი იქნება პირველი მარტიდან, რა დროსაც შესაძლებელი გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები