შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჟურნალისტებზე თავდასხმა ძალიან მძიმეა და ის ამ ფაქტს კიდევ ერთხელ გმობს, რადგან ასეთი რამ, როგორც ეს თავად გომელაურმა თქვა, მართლა არ ახსოვს. მინისტრის განცხადებით, 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„რა თქმა უნდა, ვგმობ, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ასეთი რამ მართლა არ მახსოვს – ჟურნალისტებზე თავდასხმა ძალიან მძიმეა და კიდევ ერთხელ ვგმობ. რაც შეეხება ორგანიზატორების დასჯის თემას, ამაზე მინდა გითხრათ, რომ გამოძიება დაწყებულია.
31 ადამიანი დავაკავეთ. ფაქტები მოგვეცით, მოიტანეთ ფაქტები. 53 ადამიანის სცემა არ ყოფილა.
აი, 100 კაცი სცემეს, ასე ხომ არ არის?! და დაიჭიროთ 1000 კაცი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.