LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს – თანამდებობაზე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა

89
FORTUNA.GE-

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დამატებით, კიდევ ერთი მოადგილე ეყოლება.

აღნიშნულ თანამდებობას, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ალექსანდრე დარახველიძე დაიკავებს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, დარახველიძე, ამავდროულად, შსს-ს საპარლამენტო მდივანი იქნება.

“ალექსანდრე დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა.

2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2018 წელს მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.

2009-2012 წლებში დარახველიძე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
ალექსანდრე დარახველიძე რამდენიმე უნივერსიტეტში ეწევა აკადემიურ საქმიანობას, არის კავკასიის უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე დარახველიძე გომელაურის მეხუთე მოადგილე იქნება. ამ თანამდებობას ასევე იკავებენ კახაბერ საბანაძე, გიორგი ბუთხუზი, ვლადიმერ ბორცვაძე და იოსებ ჭელიძე.

magti 5g