LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირები ადაპტირებული ავტომობილის შეძენისას აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

598

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პირადი მოხმარებისთვის ადაპტირებული ავტომობილის შეძენისას აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შშმ პირებს აქციზისგან თავისუფალ რეჟიმში ავტომობილების შეძენა 3 წელიწადში ერთხელ შეეძლებათ.

„ჩვენი ახალი ინიციატივაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირადი გამოყენებისთვის იმპორტირებული ავტომობილების გათავისუფლება სააქციზო გადასახადიდან. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან, როგოც წესი, ადაპტირებული მანქანების საბაზრო ღირებულება არის ძალიან მაღალი და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსი ავტომობილები სრულად გავათავისფულოთ გადასასახადისგან,“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

magti 5g