LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირების ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში: დღეს მათი დღეა

904
Captured

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვა და შეუქმნას მათ საჭირო პირობები ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

3 დეკემბერი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.
იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

 

დაუშვებულია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.

სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში შშმ პირთა პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია და საჭიროებს მუშაობას. ამ მხრივ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა შშმ პირთა დასაქმების საკითხი, რომელზეც „ფორტუნასთან“ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ისაუბრა. სიმონ ეტრიდისის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გაეროს კონვენციის სტანდარტების მიხედვით, პრობლემა მაინც რჩება და საქართველოს სახელმწიფოს კიდევ მოუწევს აქტიური მუშაობა როგორც შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან, ასევე საზოგადოებასთან.

ლიფტი შშმ პირებისთვის, გადახურული ბაქანი და სხვა ბევრი სიახლე – როგორი იქნება მეტრო “გოცირიძე” ( ფოტოები)

„ბოლო 9 თვის განმავლობაში მე შევხვდი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე. ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ მთელი რიგი პროექტები, რომელთა უმრავლესობა წარმატებით განხორციელდა. შშმ პირთა ძირითად პრობლემას დასაქმება წარმოადგენს და სწორედ ეს არის ჩემი მუშაობის ძირითადი მიმართულება. აღნიშნულ ორგანიზაციებთან მუშაობაში, ჩვენ ვყალიბდებით ისეთ პრინციპულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც პირველ რიგში მორგებულია შშმ პირთა ადაპტირებისა და მათი სამომავლო საქმიანობის შედეგებზე“, – ამბობს ჩვენთან საუბარში პრეზიდენტის მრჩეველი.

დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით, ფორუმი გაიმართება, სადაც სოციალური სააგენტოს დეპარტამენტთან ერთად დაესწრებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები.  სიმონ ეტრიდიტის განმარტებით, დღეს ფორუმზე წარდგენილი იქნება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შშმ პირებისთვის ახალი 100 სამუშაო ადგილის შექმნას. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.

შშმ პირებისთვის სივრცის მოწყობის გაუთვალისწინებლობისთვის ჯარიმები ამოქმედდება

გაეროს კონვენციის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეადგენენ. შშმ პირები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს მსოფლიოში იმ უმცირესობათა შორის, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება და ხშირად საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციას განიცდის.

 

– 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში აღირიცხა 100 113 შშმ პირი, 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 118 651 მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღები შშმ პირი, ხოლო 2017 წელს – 125 104.

– 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96 102 პირიდან დასაქმებული იყო 34,4% (33 027 პირი).

– დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 86,2% წარმოადგენდა თვითდასაქმებულს, მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი დანარჩენ მოსახლეობაში შეადგენდა 53,6%-ს.

– 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96 102 პირიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ 4.8% – 4,571 პირი.

– შშმ პირების დასაქმების მაჩვენებელი უარესდება სტატუსის სიმძიმის მიხედვით. მაგალითად, მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) 15 წლის და ზემოთ შშმ პირებიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ 3.8%. მნიშვნელოვნად გამოხატული (II ჯგუფი) შშმ პირებიდან – 4.8%, ხოლო ზომიერად გამოხატული (III ჯგუფი) შშმ პირებიდან – 7.8%.

– 2014 წლის მდგომარებით, ევროპის ქვეყნებში საშუალოდ შშმ პირთა დაქირავებით დასაქმების მაჩვენებელი 33,6%-ს შეადგენს, რაც 7-ჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს.

– 2017 წელს მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება შშმ პირებზე მართვის მოწმობებისა და ავტომობილების საცნობი ნიშნების გაცემის თვალსაზრისით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g