LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირებისთვის სივრცის მოწყობის გაუთვალისწინებლობისთვის ჯარიმები ამოქმედდება

130
83330C8A-10E7-4DB4-98C6-1173A866D8E2_w1023_r1_s

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ-გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები ამოქმედდება. ჯარიმების ოდენობა ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით განისაზღვრება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა წარადგინა.

მისი შეფასებით, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაა. მისივე თქმით, პარლამენტში წარდგენილი ინიციატიავა ამ მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმების შემუშავების შესაძლებლობას იძლევა.

„აღნიშნული ინიციატივის განხორციელება შშმ პირების უფლებების დაცვის გარანტიებს ახალ საფეხურზე აიყვანს“, – მიიჩნევს რატი იონათამიშვილი.

 

 

 

 

 

ადმინისტრაციული სანქციები შემდეგი ოდენობით განისაზღვრება:

თვითმმართველი ქალაქების, კურორტების და ტურისტული ზონებისტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – 3 000 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 12 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით.

მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში: პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარით.

მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში: პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 200 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით.

კანონის პროექტი ასევე ადგენს, რომ დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო წერილობით მითითებას ადგენს და დაავალებს პირს მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რისთვისაც მას განესაზღვრება არანაკლებ 30-დღიანი ვადა. ამ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

კანონპროექტი აგრეთვე განსაზღვრავს, რომ მეორე დაჯარიმების შემთხვევაში, კვლავ შედგება წერილობითი გაფრთხილება და დაევალება პირს დარღვევის გამოსწორება არანაკლებ 30 დღის ვადაში, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაშიც, კვლავ მოხდება პირის დაჯარიმება პირველადი სანქციის გაორმაგებული ოდენობით. აღნიშნული დანაწესი გამოიყენება მანამდე, სანამ მშენებლობა არ მოვა შესაბამისობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები