LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირის ცემის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

234
BeFunky-collage (3)

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულმა პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთმა, კახა ბაკაშვილმა სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, ბაკაშვილმა განაცხადა – “დიახ, სრულად”.

პროკურატურის ინფორმაციით, კახა ბაკაშვილი შეესწრო ძალადობის ფაქტს და რეაგირება არ ჰქონდა.

მისმა ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ეს საქმეში შემამსუბუქებელი გარემოება უნდა გახდეს და მას პატიმრობა შედარებით მსუბუქი ღონისძიებით შეეცვალოს.

„თავად კახაბერის ინიციატივით შევიტანეთ სპეცსაგამოძიებო სამსახურში განცხადება და მოხდა მისი ხელახალი გამოკითხვა. როგორც მოგეხსენებათ, ის იყენებდა დუმილის უფლებას, მაგრამ ჩვენთან კონსულტაციის მერე, შევთანხმდით, რომ კახაბერ ბაკაშვილი აღიარებს ბრალს, რომელიც წარდგენილი აქვს და დღესაც ამ ყველაფერს დაადასტურებს. არსებითად შეიცვალა დღევანდელი პოზიცია და ცხადია, დღეს უძრავი ქონების ამონაწერი გვაქვს, დავაყენებთ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შუამდგომლობასაც“, – განაცხადა კახაბერ ბაკაშვილის ადვოკატმა, ლაშა სტურუამ.

რაც შეეხება ნუკრი ბაქრაძეს, რომელსაც არასრულწლოვანის ცემას ედავებიან, ის ამ ეტაპზე ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.

მეტროსადგურ „ისანში“ შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში პატრულ-ინსპექტორი არასრულწლოვან შშმ პირს ფიზიკურად უსწორდება.

განწირული ხმა, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა – შშმ პირების უფლებები და პრობლემები

 

magti 5g