LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს 9 მაისის აქციების მონაწილეებს აფრთხილებს

123
87fd7b27261f531c8a50d1699b607073_thumb

შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 მაისისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.

ასევე შსს განმარტავს, რომ კანონი კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენებას კრძალავს.

9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე “უკვდავი პოლკის” სახელით მსვლელობა მოეწყობა. მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” კი კონტრაქციას გეგმავს.

“9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე. ამასთან, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის – „თავისუფლების ქარტია“-ს თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს,“-ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g