LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში კლასელების მხრიდან 6 წლის ბავშვზე შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

669
შესაძლო ძალადობა ბათუმის სკოლაში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში 6 წლის ბავშვზე ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველკლასელს თანაკლასელებმა სცემეს და 6 წლის ბავშვს სხეულზე დაზიანებები აქვს. ამ ინფორმაციას მხოლოდ ნაწილობრივ ადასტურებენ სკოლაში.

სკოლის დირექტორის თქმით, შესვენებაზე დაპირისპირება იყო, თუმცა ეს ძალადობა არ ყოფილა. სკოლაში არც იმას უარყოფენ, რომ პირველკლასელის ოჯახმა პოლიციას მიმართა და სამართალდამცველებმა სკოლის თანამშრომლები უკვე დაჰკითხეს.

დაზარალებული ბავშვი მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს. გამოძიება 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

როგორც სკოლის ფსიქოლოგი ამბობს, მშობელმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

„არასწორი ინფორმაცია გაავრცელა მშობელმა, გუშინ საგამოძიებო კომიტეტში განვიხილეთ თვითმხილველებთან ერთად ის ფაქტი, რაც მოხდა. მივედით დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. სანამ გამოძიება არ დასრულდება, არ გვაქვს უფლება, რომ ვისაუბროთ დეტალებზე.. ვინც ეს შეტყობინება დააფიქსირა მან იცრუა“. – აღნიშნა მედიასთან საუბრისას სკოლის ფსიქოლოგმა.

პოპულარულები