შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს,“ – წერია შსს-ს განცხადებაში.