LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

608
ვაჟა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს.

როგორც უწყებაში „ფორტუნას“ განუცხადეს, სირაძე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.

ცნობისთვის, ვაჟა სირაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g