LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” გამოკითხვა მიმდინარეობს

307
ბერა

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში თქვეს, მიზეზი მედიაში გავრცელებული ინფორმაციაა.

მთავარი არხი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქმეში, სავარაუდოდ,  ავთანდილ ბილანიშვილია ჩართული, რომელიც ბერას მეგობარია.

რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ შაქარაშვილის საქმეში კიდევ ერთი მანქანა ფიგურირებს. თეთრი მიკროავტობუსი, რომელიც შაქარაშვილის მეგობარს და მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე,  მაშინ შეხვდა, როცა ის ბრალდებულებმა “ტოიოტა კამრიდან” ჩამოსვეს.

კადრებში ჩანს, რომ ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი “ტოიოტა კამრიდან” გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მოდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწროა, რომელიც ამირხანაშვილს 4 წუთის განმავლობაში ელაპარაკება და სავარაუდოდ, “ამუშავებს” ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე.

მისი გამოკითვაზე დაბარება სწორედ ამ ინფორმაციას უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები