LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ყველა ძალადობრივ ქმედებას აღკვეთს: შს მინისტრის მოადგილე პრაიდფესტივალზე

91
ალექსანდრე დარახველიძე

პრაიდფესტივალის წინააღმდეგ ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს“ მუქარას, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა ძალადობრივ ქმედებას აღკვეთს კანონით დადგენილი წესებით, თუკი ასეთი იქნება“.

„ალტ-ინფოს“ ლიდერმა კოკა მორგოშიამ „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის წინააღმდეგ საგანგებო მობილიზება ცნობილი გეი დიზაინერის ჯანი ვერსაჩეს მაისურით დააანონსა

მისივე განმარტებით, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები დაიცავენ ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც კანონით აქვს გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

„გრძელდება ბრძოლა თავისუფლებამდე, თანასწორობისთვის, სიყვარულისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის, ბრძოლა ჰომოფობიასთან, სიძულვილთან, რუსულ პროპაგანდასთან“– „თბილისი პრაიდის“ კვირეული ბრუნდება

„​შინაგან საქმეთა სამინისტრო ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას აღკვეთს კანონით დადგენილი წესით. ჩვენ დავიცავთ ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც აქვს კანონით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ღონისძიებებს, ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და შსს მიიღებს ყველა იმ ზომას, რაც კანონითაა განსაზღვრული”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

magti 5g