კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი “რუსთავი 2”-ის ეთერში განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით ბოლო კვლევებით გამოიკვეთა, რომ ვირუსის ახალი ფორმით, უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან.
„ახლა აღმოჩნდა, რომ ამ შტამით უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რადგანაც ბავშვები უფრო ადვილად ინფიცირდებიან, შესაბამისად, ბავშვებს უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ოჯახში და ამიტომ ამან შეიძლება ოჯახებში დაინფიცირების გაზრდა გამოიწვიოს. ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს იმის გამო, რომ ეს გაზრდის დაინფიცირებულთა რაოდენობას და დაინფიცირებულთა რაოდენობა, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მძიმე შემთხვევები, მაგრამ რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა გაიზრდება“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.
კორონავირუსის ახალ შტამს შედარებით სწრაფი გავრცელება ახასიათებს – თამარ გაბუნია
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი ოფიციალურად დადასტურდა.
კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც დაფიქსირდა