LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუმახერი შუმახერის გარეშე: რეკორდსმენს გამოფენა გაუკეთეს

121

გერმანიის ქალაქ მარბურგში გამოფენა გაიხსნა, რომლის სახელწოდებაა “მიხაელ შუმახერი – რეკორდსმენი ტიტულების რაოდენობით”. ის მიეძღვნა ლეგენდარული გერმანელი პილოტისა და გერმანული კომპანია DVAG-ის ურთიერთობის 20-წლიან იუბილეს. ექსპოზიცია განთავსებულია კონგრეს-ცენტრის შენობაში და ორი წლის განმავლობაში იმუშავებს. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მიხაელის მეუღლე კორინა შვილებთან – ჯინა მარიასთან და მიკთან ერთად, პილოტის მამა როლფი და მენეჯერი საბინა კემი.

ეს უკანასკნელი სიტყვით გამოვიდა: “ის არის ყველაზე წარმატებული პილოტი ისტორიაში. სწორედ ასეთ დღეებში უნდა შევახსენოთ საზოგადოებას მისი მიღწევების შესახებ. რა თქმა უნდა, მიხაელი აქ არ არის, ის ჩვენ ძალიან გვაკლია. ვიცით, რაც მოხდა და ამას უკვე ვეღარ შევცვლით. უნდა მივიღოთ ეს. იმედი მაქვს, ჩვენი მხარდაჭერით და მოთმინებით, ოდესღაც ის კვლავ ჩვენს გვერდით იდგება. რბოლები – მისი ცხოვრება იყო. და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უოცნებია, რომ მასსავით ძლიერი ყოფილიყო”, – განაცხადა კემმა.

 

 

pict-slider_03

279734

1455618575

f1-michael-schumacher-exhibition-in-marburg-2016-michael-schumacher-exhibition-600x330

leWide pict-slider_01

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები