LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუმახერის ახლობლები სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ

49

თითქმის სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერი საწოლს არის მიჯაჭვული. ბოლოს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სპორტსმენს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია, მცდარი აღმოჩნდა, ამიტომ მის ადვოკატებსა და ოჯახის ახლობლებს, სპეციალური განცხადების გაკეთება მოუწიათ.

დღესდღეობით, შუმახერის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას არამარტო დამოუკიდებლად გადაადგილება, მარტოს დგომაც არ შეუძლია.  ოჯახი მზად არის, მცდარი ინფორმაციის გამავრცელებელს ჯარიმის გადახდაც მოსთხოვოს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 29 დეკემბერს, ალპებში თხილამურეით სრიალის დროს მიღებული ტრავმების გამო, „ფორმულა 1“-ის შვიდგზის ჩემპიონი დღემდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები