LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუქში ძილი ზედმეტ წონას და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს – ახალი კვლევა

107
1071471612

CNN-მა ნორსვესტერნის უნივერსიტეტის უახლესი კვლევა გამოაქვეყნა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძილის დროს მცირე რაოდენობის შუქის არსებობასაც კი საკმაოდ ცუდი შედეგის გამოწვევა შეუძლია. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც ამ ჩვევამ შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

ამას ადასტურებს კვლევა, რომელშიც 63-დან 84 წლამდე 552 ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა. იმის ნაცვლად რომ ცდისპირები ლაბორატორიაში გადაეყვანათ, მეცნიერებმა ისინი რეალურ პირობებში დატოვეს და თითოეულს სპეციალური მოწყობილობა გადასცეს. ეს მოწყობილობა ძილის ციკლებს და ოთახში შუქის რაოდენობას ზომავდა.

მკვლევართა გასაკვირად, ექსპერიმენტში მონაწილეთა 53%-ს შუქის გარეშე ძილი არ შეეძლო და ოთახში განათება აუცილებლად ჰქონდა.

შედეგად დადგინდა, რომ ძილის დროს, რაც უფრო ინტენსიურია შუქი, მით მეტია დიაბეტის, ჭარბი წონის და გულის დაავადებების გაჩენის რისკი.

სწორედ ამიტომ, მეცნიერები ყველას ურჩევენ ძილის დროს ყველანაირი სინათლე დაახშონ, გამოიყენონ მუქი ფარდები, არ დამუხტონ გაჯეტები და საჭიროების შემთხვევაში საძილე ნიღაბზეც ნუ იტყვიან უარს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები