LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვაინშტაიგერი თოჯინების მწარმოებელს უჩივის

80

”მაჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გადაწყვიტა ჰონგ კონგურ კომპანიას სასამართლოში უჩივლოს, რომელმაც ჯარისკაცი თოჯინა დაამზადა. ფეხბურთელის განაწყენება იმან გამოიწვია, რომ თოჯინას მისი სახე აქვს.

”The Guardian” წერს, რომ შვაინშტაიგერის ადვოკატებმა სასამართლო გარჩევები უკვე წამოიწყეს. მათ სურთ ნაცისტი ჯარისკაცის ფიგურა გაყიდვიდან ამოიღონ.

თავის მხრივ თოჯინების მწარმოებელი კომპანია ”Dragon in Dream” აცხადებს რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა. ”ფიგურა ტიპიური გერმანელის სახეს იმეორებს, ჩვენ გვჯერა, რომ ყველა გერმანელი ასე გამოიყურება” – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა პატრინ ჩანმა.

აღნიშნული კომპანია უკვე ყიდის სტალინისა და ჯეიმს ბონდის ფიგურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები