LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთი ევროპაში ყველაზე ინოვაციური ქვეყანაა

47
68884746_10217024824507546_3226184295211073536_n

შვედეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ინოვაციების განვითარების მხრივ კვლავ ლიდერია. უფრო ზუსტად კი ქვეყანაში უკეთაა განვითარებული პლატფორმები სამეცნიერო კვლევებისთვის, სახელმწიფო და კერძო სექტორიც უკეთ თანამშრომლობს. ინფორმაციას ამის შესახებ nodepole ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ყოველწლიური კვლევის ფარგლებში ქვეყნებს 36 განსხვავებული კრიტერიუმით აფასებს.

ლიდერთა ტოპ-10 ასე გამოიყურება:

1. შვედეთი
2. ფინეთი
3. დანია
4. ნიდერლანდები
5. ბელგია
6. ირლანდია
7. ლუქსემბურგი
8. ავსტრია
9. გერმანია
10. კვიპროსი.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ინოვაციების სფეროში განვითარებას ყველაზე სწრაფად ახერხებენ ჩეხეთი ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილები ირლანდიამ და ფინეთმა გაინაწილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები