შვედეთის პოლიცია სტოკჰოლმში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს ეძებს. ადგილობრივი ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლიცია ეძებს ეჭვმიტანილს, რომელსაც მწვანე ქურთუკი, თეთრი ფეხსაცმელი და ნაცრისფერი სპორტული მაისური აცვია.
ამასთან, ვრცელდება ფოტო, რომელზეც მედიაში წერენ, რომ შესაძლოა თავდასხმაში ეჭვმიტანილი იყოს აღბეჭდილი.
Swedish police release this image of a man they want to speak to regarding #Stockholm attack pic.twitter.com/zsLHzdMmlJ
— Patrick Atack (@patricvk) April 7, 2017
პოლიცია განიხილავს შესაძლებლობას, რომ თავდასხმა განმეორდეს: ვერ ვიტყვით ეს ფაქტი იყო იზოლირებული, თუ კიდევ უნდა ველოდოთ რაიმეს.
მთელ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
სტოკჰოლმში ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, ხალხის მასაში სატვრითო ავტომობილი შევარდა და ფეხით მოსიარულეებს გადაუარა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 5 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა უცნობია. ზოგიერთი მედიასაშუალება ამბობს, რომ დაღუპულთა რიცხვი ჯერჯერობით სამია.
მომხდარიდან მალევე, შვედეთის პრემიერმა განაცხადა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებული იყო. ვრცელდებოდა თითქოსდა, დაკავების კადრები, თუმცა, შემდეგ, პოლიციამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ არცერთი ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.
მომხდარს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვეს.
თამთა უთურგაშვილი

