შვედეთის ხელისუფლებამ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტი შეწყვიტა და მერვედფინალში ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად რუსეთში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მარგოტ ვალსტრემმა განაცხადა.
„ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით საკუთარ თავს. ჩვენ ვამბობდით, რომ ბრიტანეთის სოლიდარობის გამო, ბოიკოტს ვუცხადებდით მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას. ჩვენ ეს სხვა ქვეყნებთან ერთად გავაკეთეთ. ახლა კი მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს გუნდს და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვალსტრემმა.
შვედეთის ნაკრებმა E ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა. ის შვეიცარიის ნაკრებს 3 ივლისს სანქტ-პეტერბურგში შეხვდება.
