LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

128
shvedetis-parlamentis-gadatskvetileba_w_h

შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

საკითხი 269 ხმით 37-ის წინააღმდეგ დამტკიცდა და მას მხოლოდ მცირე მემარცხენე პარტია და მწვანეები ეწინააღმდეგებოდნენ.

„NATO-ს წევრობა საუკეთესო საშუალებაა შვედეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მთელი ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად“, – აღნიშნა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა სიტყვით გამოსვლისას.

შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g