LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი არჩევიდან 12 საათზე ნაკლებ დროში გადადგა – რა გახდა მიზეზი

135
1

“შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი” – ამ სტატუსის შემდეგ მაგდალენა ანდერსონი ახალ სტატუსსაც მოირგებს – “პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანამდებობიდან ყველაზე მცირე დროში გადადგა”.

პირველად შვედეთის ისტორიაში – ქვეყნის პრემიერი ქალი გახდა

შვედეთის ახლად არჩეულმა პრემიერმა თანამდებობა პირველივე დღეს დატოვა, თუმცა იმედოვნებს, რომ პოსტს მალე დაუბრუნდება.

გადაწყვეტილების მიზეზი მწვანეთა პარტიის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ორპარტიული კოალიცია დატოვა, ამან კი პოლიტიკური გაურკვევლობა გამოიწვია.

ანდერსონის პარტნიორმა მწვანეთა პარტიამ კოალიცია მას შემდეგ დატოვა, რაც მაგდალენა ანდერსონის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა და პარლამენტმა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ საბიუჯეტო პროექტს დაუჭირა მხარი.

“კონსტიტუციური პრაქტიკის მიხედვით, კოალიციური მთავრობა უნდა გადადგეს, როდესაც ერთ-ერთი პარტია ამ კოალიციას დატოვებს. არ მინდა, ის მთავრობა ვმართო, რომლის ლეგიტიმაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.” – განაცხადა ანდერსონმა.

 

mazda magti 5g