შვედეთის ქალაქ მალმეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულები ქალი და მამაკაცი არიან, თავდამსხმელი კი 15 წლის მოზარდია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.