LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში საჯარო მოხელეებს ველოსიპედსა და მატარებელზე გადასვავენ

67
bycel2033435

შვედეთის ქალაქ მალმეში საჯარო მოხელეები იძულებული გახდებიან რომ უპირატესობა „სწორ“ ტრანსპორტს მიანიჭონ. საინტერესო ინიციატივა ქალაქ მალმეში გაუჩნდათ. ამიერიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს ეკოლოგიური ტრანსპორტით მოუწევთ გადაადგილება. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა ძალაში პირველი მარტიდან შევა.

ქალაქში გადაადგილებისთვის მათ ველოსიპედი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გამოიყენონ. სამსახურეობრივი ავტომობილი უნდა გახდეს უკიდურესი ზომა და მას მხოლოდ გამოუვალ სიტუაციებში უნდა მიმართონ. ფეხით სიარულიც ერთობ მისასალმებელია. სამსახუროებრივი გადაადგილებისთვის კერძო ავტომობილის გამოყენება კი სასტიკად აიკრძალება. საჯარო მოხელეებს ყოველი თვის ბოლოს მოუწევთ ანგარიშის წარდგენა, სადაც გადაადგილების გზები დაწვრილებით იქნება აღწერილი.

გარდა ამისა, ზოგადად მოძრაობა უნდა შემცირდეს. ახალი პოლიტიკის მიხედვით, ღონისძიებათა ნაწილი ონლაინ–ფორმატში უნდა გადავიდეს, რათა ქალაქში ტრანსპორტის რაოდენობამ იკლოს. მაგალითად, დისტანციურად ჩატარდება ყოველდღიური თუ ყოველკვირეული თათბირები.

თანამშრომლებს ხანდახან ცოცხალი ურთიერთობაც სჭირდებათ და მალმეს ხელისუფლებამ ეს ფაქტორიც გაითვალისწინა.

უფრო მკაცრი მოთხოვნებია შორ დისტანციაზე მგზავრობისთვის. მაგალითად, თუკი საჯარო მოხელე სტოკჰოლმშია წასასვლელი, მან მატარებელი უნდა გამოიყენოს და არა თვითმფრინავი. თვითმფრინავი ხომ გარემოს ყველაზე მეტად აბინძურებს.

ხოლო იმისთვის რომ ეკოლოგიური ტრანსპორტი მოხელეებისთვის მიმზიდველი გახდეს, ხელისუფლება მათ ველოსიპედებზე ბევრად დაბალ ფასებს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g