LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში, შუა ტყეში შუქნიშანი დადგეს

112
trafikljus-21-720

შვედეთის პროვინცია დალსლანდის ერთ-ერთ ტყეში მოქმედი შუქნიშანი გაჩნდა. სიახლის შესახებ turist.se წერს.

მოწყობილობა ხეზეა დამაგრებული და მისი ნახვა შეუძლიათ ტურისტებს, რომლებიც სალაშქროდ დააპირებენ წასვლას. ჩანაფიქრის მიხედვით, შუქნიშანთან მოხვედრილი ადამიანები უნდა გაჩერდნენ და მოციმციმე შუქის რიტმში ისუნთქონ, რათა სიმაღლეზე ასვლის შემდეგ სუნთქვა დაარეგულირონ.

ეს შუქნიშანი ადრე სტოკჰოლმის ცენტრში იდგა. შემდგე ის გააუმჯობესეს და მზის ენერგიაზე ასწავლეს მუშაობა.

საინტერესო პროექტი მთელი ზაფხული გაგრძელდება, შემდეგ კი შუქნიშანს ტყიდან წამოიღებენ და სხვა ადგილს მოუძებნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები