LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში „წლის საშობაო საჩუქარი“ აირჩიეს

139
93fa1f7745a983cd7043a5666ee76b70

მაგიდის თამაშები შვედეთში ამ წლის საუკეთესო საშობაო საჩუქრად დაასახელეს. ყოველ წელს ადგილობრივი ინსტიტუტი ირჩევს ისეთ საჩუქარს, რომელიც „თავისი დროის საუკეთესო გამოხატულებაა“ და მყიდველთა შორის სულ უფრო და უფრო გაზრდილი პოპულარობით სარგებლობს. ამის შესახებ turkmen portal წერს.

წლევანდელი არჩევანი იდეის ავტორებმა იმით ახსნეს, რომ მაგიდის თამაშები, ისეთი როგორიცაა ბანქო, ჭადრაკი, ქვიზები თუ სხვა ნებისმიერი თამაში, რომელიც ადამიანთა კომპანიას აერთიანებს, ამ არც თუ ისე მარტივ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგიდის თამაშები რეალობიდან გაქცევის და მეგობართა გარემოცვაში დასვენების საუკეთესო საშუალებაა.

1998 წელს წლის საჩუქარი კომპიუტერული თამაში, 2015 წელს – რობოტი მტვერსასრუტი, 2018 წელს – გადამუშავებული ნარჩენებით დამზადებული ტანსაცმელი, ხოლო 2020 წელს – ბუნებაში საჭმლის მოსამზადებელი გაზი, გასულ წელს კი – ხელით შექმნილი ტანსაცმელი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები