LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარია ველოსიპედისტებს წითელ შუქზე გავლის უფლებას მისცემს

33

შვეიცარია ველოსიპედისტებს წითელ შუქზე გავლის უფლებას მისცემს. გამოცემა „Le Matin”-ის ცნობით, ფედერალურმა საბჭომ კანონში ცვლილება უკვე შეიტანა და ის ძალაში უახლოეს მომავალში შევა.

ბერნში მცხოვრებ ველოსიპედისტებს გზაჯვარედინზე გაჩერება აღარ მოუწევთ და შუქნიშნის ფერის მიუხედავად მას უპრობლემოდ გაივლიან. ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მსგავსი პრაქტიკა ბაზელში დაინერგა. დასახლებაში პროექტის ტესტირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ველოსიპედებს წითელ შუქზე გავლის უფლება გარდა შვეიცარიისა, ასევე საფრანგეთში, ბელგიასა და დანიაში აქვთ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები