LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში ევროპელი მიგრანტები აღარ ჩადიან

88

შვეიცარიაში მიგრანტების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა. გამოცემა“Le Matin”-ის ინფორმაციით, საუბარი ევროპელ მიგრანტებზეა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს ქვეყანას სამსახურის მისაღებად მხოლოდ 15 ათასმა ადამიანმა მიაკითხა, რაც წინა წლებთან შედარებით ბევრად ნაკლებია. შეგახსენებთ, რომ თავისუფლად მიმოსვლა შვეიცარიაში 2007 წლიდან დაიწყო და პირველ წელს ქვეყანას 40 ათასამდე ადამიანი ეწვია, მას შემდეგ მიგრაცია ყოველწლიურად მცირდებოდა და წელს რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ექსპერტთა აზრით, ამის მიზეზი ევროპულ ქვეყნებში სიტუაციის გაუმჯობესებაა, მაგალითად, გერმანიის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ესპანეთი და პორტუგალია და ძალების აღდგენას ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g