1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შვეიცარიაში, კერძოდ, ციურიხში, ევროპის უმსხვილესი ღვინის გამოფენა EXPOVINA-ს 65-ე ფესტივალი გაიმართება.
EXPOVINA ყოველწლიური ღვინის გამოფენაა, რომელიც განსაკუთრებული ადგილმდებარეობით გამოირჩევა. გამოფენა ყოველ შემოდგომაზე ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე იმართება.
პირველად EXPOVINA-ს ისტორიაში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა ღვინის ყველაზე პოპულარულ გამოფენაში, სადაც წარმოდგენილია დაახლოებით 4000 ღვინო მთელი მსოფლიოდან.
ყოველწლიურად გამოფენას 65,000-მდე ღვინის იმპორტიორი ესწრება.
EXPOVINA-ზე ქართულ ღვინოს საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით წარადგენენ.