შვეიცარიის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი Rolex გახდა. რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგს, მასში Google ლიდერობს. კომპანია „Kantar Millwar Browun”-ის ექსპერტებმა ტრადიციული კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს და წლევანდელ რეიტინგში უდაო ლიდერი Google-ია. კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 7%-ით გაიზარდა და 246 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანობაში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ტომ-100-ში 54 ამერიკული კომპანია მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის შესადგენად ექსპერტებმა 3 მილიონი მომხმარებელი გამოკითხეს და გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებიც შეისწავლეს. რაც შეეხება შვეიცარიას, უდაო ლიდერი rolex-ია და მისი ღირებულება ამ მომენტისთვის 8 მილიარდ დოლარს შეადგენს. მდიდრული საათების მწარმოებელმა ისეთ კომპანიებს გადაუსწრო, როგორიცაა Nescafe (6,3 მილიარდი) და UBS (6,1 მილიარდი).