შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებითა და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით არის დაინტერესებული.
გეგმებზე კომპანიის წარმომადგენლებმა იმერეთის ვიცე-გუბერნატორთან, იოსებ ხახალეიშვილთან შეხვედრისას ისაუბრეს. იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა შვეიცარიელებს იმერეთის მხარეში თხილის სექტორში არსებული რესურსი გააცნო და მის მაღალ ხარისხზე ისაუბრა.
ამ ეტაპზე კომპანია Camille Bloch-ის წარმომადგენლები, იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პლანტაციებისთვის შესაბამისი ტერიტორიების მოძიებაზე მუშაობენ.