LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი იმერეთში თხილის პლანტაციას გააშენებს

87

შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებითა და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით არის დაინტერესებული.

გეგმებზე კომპანიის წარმომადგენლებმა იმერეთის ვიცე-გუბერნატორთან, იოსებ ხახალეიშვილთან შეხვედრისას ისაუბრეს. იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა შვეიცარიელებს იმერეთის მხარეში თხილის სექტორში არსებული რესურსი გააცნო და მის მაღალ ხარისხზე ისაუბრა.

ამ ეტაპზე კომპანია Camille Bloch-ის წარმომადგენლები, იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პლანტაციებისთვის შესაბამისი ტერიტორიების მოძიებაზე მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები