“კაი ბიჭობის ინსტიტუტი” ბრუნდება? – ამ თემაზე “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მსჯელობდნენ. პროდიუსერ მაია სტეფნაძის აზრით, ახალგაზრდებს შორის მკვლელობების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ვირტუალური კომპიუტერული თამაშებია, რომელიც ძალადობაზე და მკვლელობებზე აგებულია .
“ამ ბავშვებისთვის მკვლელობები გახდა ვირტუალური რეალობა. ესენი იმიტომ ხოცავენ ერთმანეთს ასე დაუნდობლად, რომ ატარაობიდან, 4-6 წლიდან სხედან ე.წ ქაუნთერებში (იგულისხმება კომპიუტერული თამაში, რომელიც ასევე ძალადობრივია და მოთამაშის მისიაა მოწინააღმდეგის განადგურება, მოკვლა) ისე ხოცავენ და ეს მათ გონებაში აისახება.”