LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილებს დედები უპირობოდ უყვართ – მამამ კი შვილის სიყვარული უნდა დაიმსახუროს„ – ზურა მხეიძე

1722
2025-11-11_19-44-31_519591

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე მშობლობის თემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დედისა და მამის როლი ბავშვის ცხოვრებაში განსხვავებულად ყალიბდება. ამის შესახებ ფსიქოლოგი პოდკასტში „მამების დრო“ საუბრობს.

მისი თქმით, დედის სიყვარული ბავშვის მიმართ ხშირად ინსტინქტურია, მაშინ როცა მამამ შვილის სიყვარული უნდა დაიმსახუროს.

„დედები, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, შვილებს ინსტინქტურ დონეზე უყვართ, მაშინ როცა მამამ შვილის სიყვარული უნდა დაიმსახუროს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მამა ხარ, ავტომატურად სიყვარულს არ ნიშნავს – კარგი მამობა ქმედებით მტკიცდება.

არიან ბავშვები, რომლებსაც მამის მიმართ აგრესია აქვთ, დისტანციას ინარჩუნებენ ან შიში აქვთ, რაც მიანიშნებს, რომ ურთიერთობაზე მუშაობაა საჭირო. რამდენად კარგი მამა ხარ, ამას თავადაც დაინახავ – შენი შვილის ქცევითა და შენდამი დამოკიდებულებით,“ – ამბობს ფსიქოლოგი ზურა მხეიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g