LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილი გირჩევნიათ თუ რძალი?“- ზუგდიდის მაჟორიტარმა დევნილებს შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა [ვიდეო]

212
ywe4

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია, ზუგდიდის კულტურის სახლში დევნილებს შეხვდა.

შეხვედრას ჯანდაცვისა და ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კულტურის სახლში შეკრებილ დევნილებს ნაწილობრივ მეგრულ ენაზე მიმართა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ და მათ შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ უპირისპირდება არც ქალბატონს და მითუმეტეს, ოპოზიციურ მხარეს ბინძური მეთოდებით. უბრალოდ იყო ასეთი რაღაცა: მე რძალი ვარო თქვენი (მა ნოსა ვორექ თქვან). გეგა არის ჩვენი შვილი.

ნამ გისხუნნა-ნოსა თუ სკუა უდეს? (რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი სახლში? ) ჩვენს შვილს დავუჭიროთ მხარი, გეგა შენგელიას”, –  აღნიშნა თოლორაიამ.

შეხვედრის ამსახველ ვიდეოჩანაწერს რადიო “ათინათი” ავრცელებს.

 

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g