პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს და მათ საერთო მოგონებებს იხსენებს.
„ჩვენ ერთად გავიზარდეთ…. ერთად ვთამაშობდით, საჯაროში ეტლით დამყავდა. ლექციებზე ,,კენკურუდან” თავს ამოყოფდა, ლექტორი გაეთამაშებოდა, სტუდენტებს ვერაფერს ვაგებინებ, იქნებ შენ მაინც მომისმინოო…
ბაღში, აღმზრდელი გამომხედავდა, კართან მარიამის ძმა დგასო, სიყყვას არ შეარჩენდა, ის მამა ბიჭი არისო….
ასე, მამურად და ბიჭურად ბევრი რამ გამოვიარეთ….
მარტივით ხასიათი აქვს, მაგრამ ძალიან საინტერესო ადამიანია….
შვილი რომ არ იყოს, ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა…
უკვე დიდია და იმდენად დიდი, ბევრ რამეს მასწავლის….
მისი ბავშვობის დროინდელი ლექსიკონიდან მინდა ვუთხრა-,,მ ი ტ ა თ ა“, – წერს პეტრე კოლხი.
