LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილიშვილის სანახავად იყო წასული“ – უკვე მეორე დღეა გომის მთაზე დაკარგულ 85 წლის კაცს ეძებენ

624
გომის მთაზე დაკარგული მოხუცი

25 აგვისტოს გომის მთაზე 85 წლის კაცი დაიკარგა. ახლობლები მას უკვე მეორე დღეა ეძებენ.

როგორც „ფორტუნას“ ოჯახის წევრმა განუცხადა, კაცი შვილიშვილის სანახავად იყო გომის მთაზე წასული, რა დროსაც გაუჩინარდა.

დაკარგული მოხუცის ახლობლები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„გუშინ, ღამის 12 საათზე გომის მთაზე დამეკარგა ბაბუ, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ, დამიკავშირდეთ 511 41 41 16.

გთხოვთ, გააზიაროთ“, – წერს დაკარგული მოხუცის შვილიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g